Tuesday, April 24, 2012

გამოყენებული ლიტერატურა

http://www.jstor.org/stable/4423042?&Search=yes&searchText=georgian&searchText=tradition&list=hide&searchUri=%2Faction%2FdoBasicSearch%3FQuery%3Dgeorgian%2Btradition%26acc%3Don%26wc%3Don&prevSearch=&item=2&ttl=9492&returnArticleService=showFullText

http://vinoge.com/samzareulo/axali-wlis-tradiciebi-saqarTveloSi

jstor

თუშეთი
ზამთრის სადღესასწაულო რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის შეხვედრა, რომელსაც ხალხი თავის ოჯახის ბედს თუ უბედობას უკავშირებს. ამიტომ თუშებიც თავიანთ "წელწდობას" მოწიწებით ეგებებიან.
საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ.           
ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს "ქრისტეს საგძალს", კაცზე "ბაცუკაცს" და ქალზე მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. ხარისას რქები აქვს, ძროხისას - ძუძუები, ცხვრისას - დუმა, ცხენისა კი ნალის ფორმის არის. ყველა ამ კვერს ხონზე დაალაგებენ და ზედვე დებენ: მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. დიასახლისი აგრეთვე აცხობს სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს და "კერის კვერს."
საახალწლოდ ირჩევენ მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შემოაგორებს და იტყვის: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ საქონი!"        

ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

ახალი წელი საქართველოში სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. მეშვიდე საუკუნემდე ახალ წელს აგვისტოში აღნიშნავდნენ, მეშვიდე საუკუნიდან მეცხრე საუკუნის დამდეგამდე - სექტემბერში, შემდეგ - მარტში. 

საქართველოში საახალწლოდ სხვადასხვა რიტუალი სრულდებოდა: ყურძნის უხვი მოსავლის მიღების მიზნით, საახალწლოდსაგანგებო პურს აცხობდნენ, რომელსაც ქართლში, იმერეთსა და რაჭაში ყურძნის მტევნის მოყვანილობა ჰქონდა. გურიაში კი კვერის სახით ცხვებოდა და აგუნას პური ეწოდებოდა. ახალ წელს ოჯახის უფროსი და სხვა წევრები დანთებული თაფლის სანთლებით, შედიოდნენ მარანში, საწნახელთან მიჰქონდათ ხაჭაპური, ღვინო და ღორის თავი. ოჯახის უფროსი ამობრუნებულ საწნახელს თოხის ან ნაჯახის ყუას ურტყამდა და სიმღერით ღვთაებას შესთხოვდა: "აგუნა, აგუნა გადმიარე, ბახვი, ასკანა, გადმოიარე, ჩვენს მამულში ყურძენი, სხვის მამულში ფურცელი, ჩვენს მამულში გოდორ-გოდორი, სხვის მამულში კიმპალ-კიმპალი" და ა.შ.. სიმღერა სამჯერ მეორდებოდა და ამის შემდეგ პატარა ტაბლას მიუსხდებოდნენ. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ კერპთთაყვანისმცემლობის დროს აგუნა ნაყოფიერებისა და სიუხვის მფარველად იყო მიჩნეული.

აგუნა-აგუნას მსგავსი წესი ჰქონდათ სამეგრელოშიც. საახალწლოდ გამომცხვარ ოთხ ხაჭაპურს გიდელში აწყობდნენ და გოგონას მარნისკენ ატანდნენ. ამავდროულად, პატარა ბიჭს მარნიდან ერთი დოქი ღვინო გამოჰქონდა და გოგონას შესახვედრად მიემართებოდა. შეხვედრისას იმართებოდა ჭიდილი, გამარჯვებულს მთელი ნადავლი მარანში შეჰქონდა, სადაც ოჯახის წევრები იყვნენ თავმოყრილნი. იწყებოდა სარიტუალო სმა-ჭამა, აქაც საწნახელს გადააბრუნებდნენ და აგუნას წლის ბარაქას ავედრებდნენ. ჭიდილში თუ ბიჭი გაიმარჯვებდა, იმ წელიწადს პურის და ღვინის მოსავალი კარგი იქნებოდა, თუ გოგონა - აბრეშუმისა და ყველა იმ მცენარის, რომელთაც ქალი უვლიდა.

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ასეთი წესიც იყო - ახალი წლის დილას მამალს კოდავდნენ, ოჯახის უფროსი სახლს შემოუვლიდა და "ვაზის პურით", დოქი ღვინითა და დაკოდილი მამლით ვენახში მიდიოდა, უხვი მოსავლის თხოვნით ლოცვას აღავლენდა, შემდეგ ყვერულს მიწაში ჩაფლავდა, ვაზის პურს ღვინოს დააყოლებდა, ნაწილი კი მამალთან ერთად კვლავ სახლში მიჰქონდა. როგორც ჩანს, ვაზისა და მამლის ერთმანეთთან დაკავშირება, სიუხვისა და მოსავლიანობის სიმბოლოთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა.

Tuesday, April 17, 2012

ჰავაი (ინგლ. Island of Hawai'i) — ვულკანური კუნძული, ჰავაის კუნძულების უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მდებარეობსწყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 4 028 კვადრატულ მილს (10 432 კმ²) და ფართობის მხრივ აშშ-შიპირველი ადგილი უკავია, ხოლო მსოფლიოში 76-ე აგილს იკავებს. ეს კუნძული შედის ჰავაის ოლქის შემადგენლობაში, რომელიცჰავაის შტატის ერთ-ერთი ოლქია. ჰავაის ხშირად „დიდ კუნძულს" უწოდებენ. ეს ტერიტორიები პირველად კაპიტანმა ჯეიმზ კუკმააღმოაჩინა.